ჩვენს შესახებ
Alion მთავარი იდეაა აღწეროს ლოკალურად წარმოებული ნარჩენების ოდენობა, განსაზღვროს მისი რაციონალური გამოყენების გზები და მისგან აწარმოოს 100% ქართული გადამუშავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და შექმნას სხვადასხვა პროდუქციის ხაზი. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა შევქმნათ ეკოლოგურად სუფთა, ჯანსაღი და პროგრესული გარემო ჩვენივე კეთილდღეობისთვის და ხელი შევუშალოთ გაუდაბნოების პროცესს. ჩვენთან წარმოებული/გაყიდული ყოველი 0.9მ3 საწვავი ბიომასა 1მ3 ხის რესურს ანაცვლებს/გადაარჩენს.
მომავლის საწვავი
ბრიკეტებისა & პელეტებისხის პროდუქციის ხაზის წარმოების ტექნოლოგია ეფუძნება გაცხელებისას წვრილად დაჭრილი ხის ნარჩენების დაწნეხვის პროცესს. ბიოსაწვავი, რომელსაც „მომავლის საწვავს“ ეძახიან, არის ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი პროდუქცია, მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე და ეს მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ის ენერგიის განახლებადი ეკოლოგიურად სუფთა წყაროა და აქვს ენერგიის მაღალი კონცენტრაცია მცირე მოცულობის ხარჯზე, პროდუქტი გამოირჩევა ეკოლოგიურობით, ენერგოეფექტურობითა და ფასით.
Alion ხედვა
Alion გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს გააერთიანოს ყველა ნარჩენების მწარმოებელი პირი/ობიექტი ერთ პლატფორმა/აპლიკაციაში და უზრუნველყოს ნარჩენების ნაშთის აღწერა/კონტროლი რეგიონში, დაეხმაროს მათ
ამ პროცესის გამართვა-ოპტიმიზაციაში და მიღებული ნარჩენიის ნაშთი რაციონალურად გამოიყენოს აგრონომიასა და ენერგოსფეროში ეფექტური ბიოპროდუქტის წარმოქმნაში, რომლიც უფრო ეკოლოგიურსა და ჯანსაღს გახდის ბუნებრივ გარემოს.
სერვისი და წარმოება
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დაზოგავთ საკუთარ დროსა და ფინანსებს, ასევე ამით ხელს შეუწყობთ ბუნებრივი რესურსის - ხე-ტყის გადარჩენის პროცესს. თავდაპირველ ეტაპზე თვეში (63-65მ3) 75-78 ტონის ბრიკეტის წარმოების შესაძლებლობა გაგვაჩნია და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე ვგეგმავთ გაზრდას
(ბაზრის პოტენციალი 500-600 ტონა). ჩვენ გთვაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი, ეფექტური და ეკონომიური პროდუქტის:
- სისტემატიურ მოწოდებას თვეში 75-78 ტონის ოდენობით
- ჩვენივე ტრანსპორტით მოწოდების შესაძლებლობას (წინასწარ შეთანხმების საფუძველზე)
- ხანგრძლივ თანამშრომოლობას ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით